“ბარსელონას” ყოფილი მცველი ჯანლუკა ძამბროტა თანამედროვეობის წამყვან ფეხბურთელებზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს და მათ შორის საუკეთესოს ასახელებს.
“მესი და რონალდუ უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთში უკვე 10 წელია ბრწყინავენ.
აშკარაა, რომ მე მესისკენ ვიხრები, რადგან ის “ბარსელონაში” ჩემი თანაგუნდელი იყო. იგი ძალიან ნიჭიერი, გენიოსი ფეხბურთელია, რომელსაც მარადონას ვადარებ.
ლეო კარგი ადამიანი, ძალიან თავდაბალი და უსაზღვროდ ნიჭიერია. გამიმართლა, რომ დღეს ჩემს შვილს ვუყვები, რომ მესისთან ვთამაშობდი, მაქვს მასთან სურათები, ასევე მისი მაისური და ბუცები.
არგენტინელი, უთუოდ, საუკეთესოა. იტალიასა და “ბარსელონაში” უამრავ ჩემპიონთან მითამაშია, მაგრამ მესი მესია”, – ციტირებს ძამბროტას სიტყვებს Sport.
ძამბროტა კატალონიურ კლუბში 2006-2008 წლებში ირიცხებოდა. მან ამ პერიოდში მესისთან ერთად 59 თამაში ჩაატარა.