ახლახანს, ანდრეა პირლომ “ბარსელონასთან” მატჩისთვის ტურინის “იუვენტუსის” 21-კაციანი განაცხადი დაასახელა.
როგორც აქამდეც ცნობილი იყო, იტალიურ კლუბს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმარება, რომლის ბოლო PCR ტესტის პასუხი დადებითი იყო. მას კვლავ იზოლაციაში დარჩენა უწევს.
რონალდუს მსგავსად, “იუვეს” მწვრთნელის განკარგულებაში ალექს სანდრო, კიელინიო და დე ლიხტი არ იქნებიან.
განაცხადში მოხვდა არტურ მელო, რომელმაც “ბარსა” რამდენიმე თვის წინ დატოვა და ყოფილ კლუბს პირველად დაუპირისპირდება.
სრული განაცხადი ასეთია:
#JuveBarça, ecco i convocati di Mister @Pirlo_official! ⚫️⚪️ #ForzaJuve #JuveUCL pic.twitter.com/90TnMavCcM
— JuventusFC (@juventusfc) October 28, 2020
შეგახსენებთ, რომ მატჩი ამაღამ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. იქამდე შეგიძლიათ, შეხვედრის პრევიუს გაეცნოთ.
აბა ბონუჩი არიქნებაოო ? :))
CHEPE,
შენ თუ არ იცნობ მაგის გამო არაა ცნობილი? 😂😂
ეჰჰ… მინდოდა რონალდოს ხილვა. მართალია ბარსას პრობლემებს შეუქმნიდა და ჩვენთვის კარგია, რომ არ ყავთ, მაგრამ მეორე მხრივ მესი ცოტა გამოცოცხლდებოდა და მონდომებული იქნებოდა ძაან. ნუ ახლაც არ დააკლდება მონდომება, მაგრამ მაინც… რონალდო როცაა მოედანზე უკვე ძველი დრო გახსენდება.