ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ალფრედო მარტინესმა (Onda Cero) “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე ჟოზეპ მარია ბართომეუს დროებითი შემცვლელის ვინაობა დაასახელა – ეს კარლეს ტუსკეტსია.
1951 წელს დაბადებულ ტუსკეტსს “ბარსელონას” ბორდის წევრობის გარდა ფინანსურ სექტორში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს და ესპანეთის უმსხვილესი კომპანიების მართვაში იღებს მონაწილეობას.
არჩევნები, სავარაუდოდ მომდევნო 40-90 დღის ფარგლებში გაიმართება და დროებითი პრეზიდენტი ამის შემდეგ შეიცვლება. მთავარი კანდიდატები ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ჟორდი ფარე არიან.
ლაპორტა
გილოცავთ ხალხნო
ბართო შენი ადგილი ვირის აბანოშია და იმედია პასუხს აგებ მავნებლობისთვის.
კიდე სამი თვე რაამბავია ისე.მთავარი ეს ჭირი რო მოშორდა ბარსას კარგია ეხლა მთავარია ბარსას სული და გული ვისაც აქვს და ამ გუნდს იმ სახელს და სანახაობრივ ფეხბურთს დაუბრუნებს ასეთი კაცი უნდა შეირჩეს.
ახლა ვინ იქნება დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არჩევნებია და სავარაუდოდ ლაპორტა დაბრუნდება. იმედია იმ დიდებას დაუბრუნებს ბარსას რომელიც წურბელა ბართომეუმ ნელ-ნელა წამებით წაართვა გუნდს
მთავარია ჭირი გაუშვით ახლა კარგი კადრი უნდა შეირჩეს