workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” ჰოლანდისა და პოგბას შეძენა არ მოისურვა – ბრაიდა

“ბარსამ” ჰოლანდისა და პოგბას შეძენა არ მოისურვა – ბრაიდა

“ბარსელონს” ყოფილი საფეხბურთო მენეჯერი, არიედო ბრაიდა Marca-სთან ინტერვიუში იხსენებს, რომ კატალონიელებმა თანამედროვე საფეხბურთო ვარსკვლავების შეძენა არ მოინდომეს.

“კლუბისათვის რამდენიმე მოთამაშის შეძენის შესაძლებლობებს ვსწავლობდი, მათ შორის ჰოლანდის სახელიც ნომინირებდა.

ასევე, 2015 წელს, პოგბას გადაბირების მიზნით, ტურინში ჩავედით და “იუვენტუსის” დირექტორებს შევხვდით, თუმცა საუბრების მიუხედავად, ფრანგის შეძენის რეალური ინიციატივა არ გვქონია.

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” ამ მოთამაშეების შეძენა არასდროს სურდათ, რადგან ბართომეუ ფიქრობდა, რომ ისინი კლუბის ფილოსოფიისაგან განსხვავებული ფეხბურთელები იყვნენ.

ლეო მესი? არგენტინელი უნიკალური, დიდებული და განუმეორებელი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ “ბარსელონა” გლობალური კლუბია, რომელიც აუცილებლად, ლეო მესისთან ასოცირდება”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 27 ოქტ 2020, 13:11
    #2

    ტიპებს შეეძლოთ ჰაალანდი ეყიდათ და ბრაიტვეიტი იყიდეს.ბართომეუს და მისი შტაბის სატრანსფერო პოლიტიკა მო@@@@ნ

  • Iniesta_8
    schedule 27 ოქტ 2020, 01:44
    #1

    ერთ დროს მართლაც არ იყვნენ ბარსას სტილის მოთამაშეები, მარა სადღაა ბარსელონას ფილოსოფია? ჰოლანდზე უარს არ ვიტყოდი მკვლელი ფორვარდია აი პოგბა კი ნაჩუქარიც არ მინდა. ზარმაცი, ამპარტავანი და ხისთავიანია, თან ტრავმიანი და საშინლად არასტაბილური.