ლა ლიგამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩების დროები დააზუსტა.
გაირკვა, რომ თამაში, რომელშიც “ბარსას” მეტოქე “ბეტისი” იქნება, შაბათ დღეს, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. შეხვედრა “კამპ ნოუზე” გაიმართება.
“ბეტისთან” დაპირისპირებამდე “ბარსელონა” “რეალს” (დღეს), “იუვენტუსს” სტუმრად (28 ოქტომბერი), “ალავესს” სტუმრად (31 ოქტომბერი) და კიევის “დინამოს” სახლში (4 ნოემბერი) დაუპირისპირდება.