ისტორიაში 30-ზე მეტი ფეხბურთელი ყოფილა, რომლებმაც “ბარსელონაში” და “რეალშიც” ითამაშეს, თუმცა 21-ე საუკუნეში ეს მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა.
სამუელ ეტო’ო, ლუიშ ფიგუ და ხავიერ სავიოლა – 2000 წლის შემდეგ “თეთრების” და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური ამ ფეხბურთელებმა მოირგეს. 1902 წლიდან მოყოლებული კი ორივე კლუბში სულ 39-მა ფეხბურთელმა ითამაშა.
ბოლოს აღნიშნული ფაქტი 2007 წელს მოხდა, როდესაც სავიოლამ “ბარსელონა” დატოვა და “რეალში” გადავიდა.




სელადესი?