workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ფარეს თქმით, ხელმღვანელობა კენჭიყრის დანიშვნას განგებ აჭიანურებს

ჟორდი ფარეს თქმით, ხელმღვანელობა კენჭიყრის დანიშვნას განგებ აჭიანურებს

უნდობლობის საკითხის აღძვრის ერთ-ერთი ავტორის, ჟორდი ფარეს, თქმით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა კენჭიყრას განგებ არ ნიშნავს.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერმა, განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება თუ კენჭისყრა ორი კვირით გადავადდება და, 1 ნოემბრის ნაცვლად, 15 ნოემბერს ჩატარდება.

წესდების მიხედვით, დირექტორთა საბჭოს კენჭიყრის დანიშვნის ვადა ორშაბათს ეწურება. ფარე ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალაუფლების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს და იმ შემთხვევაში თუ სამშაბათს კენჭიყრა დანიშნული არ იქნება, სამართლებრივ ზომებს მიმართავს. მისი აზრით, “ბარსელონას” ასეთი ღონისძიების უსაფრთხოდ და სამედიცინო რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარების რესურსი გააჩნია. ამის შესახებ მან Mundo Deportivo-სთან ისაუბრა.

დღეს, კატალონიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ, ტექნიკურად, კენჭიყრის ჩატარება შესაძლებელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward