8 დეკემბერს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მატჩში “იუვენტუსს” უმასპინძლებს. ჯერჯერობით, სტადიონზე 5 000 მაყურებლის დასწრებასთან დაკავშირშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
კატალონიის ჯანდაცვის მინისტრი, ალბა ვერგესი, RAC1-თან საუბარში გულშემატკივრის დაშვებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა, ამავდროულად, არ გამორიცხავს.
“ბარსასგან” მივიღებით შეთავაზება, 20 ოქტომბერს სტადიონზე მაყურებლის დაშვებასთან დაკავშირებით (“ფერენცვაროშთან” მატჩში), თუმცა ჩვენ მათ ვუპასუხეთ, რომ ეს შეუძლებელი იყო და თამაშიდან თამაშამდე ასე უნდა გაეგრძელებინათ. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე შეიცვლება, თუმცა სიტუაცია რთულია და დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით”.
ვერგესს, ასევე, “ბარსელონას” პრეზიდენტისა და დირექტორთა საბჭოს უნდობლობის საკითხის კენჭიყრის ჩატარების შესახებაც ჰკითხეს.
“კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, მაგრამ შესაბამისი მონიტორინგისა და ხალხმრავლობების გარეშე, რისკის ქვეშ არავინ არ უნდა აღმოჩნდეს. კენჭიყრის ჩატარების შესაძლებლობა არსებობს”, – თქვა ვერგესმა, თუმცა მან კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.
გუშინ, კატალონიაში კორონავირუსის 4 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.