Sport-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანი ელ კლასიკოსთვის XI-ის შერჩევისას აქცენტს გამოცდილებაზე გააკეთებს. შესაბამისად, სავარაუდო თერთმეტეულში, დიდი ალბათობით, ტრინკაუს, დემბელესა ან დესტის ნაცვლად, სერჟი რობერტოსა და გრიზმანს ვიხილავთ.
ნიდერლანდელ სპეციალისტს სამეფო კლუბის წინააღმდეგ მწვრთნელის რანგში მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის 2006 წელს “ვალენსიას” თავკაცობდა და “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში ბერნდ შუსტერის გუნდი ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
ნეტუ, სერჟი რობერტო, პიკე, ლანგლე, ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი.
თავის მხრივ, “ლოს ბლანკოსის” რიგებში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. AS იტყობინება, რომ დონეცკის “შახტართან” საკუთარ კედლებში განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანის სკამი შეირყა და “ბარსელონასთან” დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლონ კიდეც.
“რეალის” შანსებს ასევე ისიც ამცირებს, რომ მათი კაპიტანი, სერხიო რამოსი, მუხლის არეში მწვავე ტკივილს ისევ გრძნობს და მატჩში მონაწილეობის მიღების ალბათობა ძალიან მცირეა.




"რონალდ კუმანი ელ კლასიკოსთვის XI-ის შერჩევისას აქცენტს გამოცდილებაზე გააკეთებს".
ავტორის საყურადღებოდ: XI – რომაული ციფრებით, ფაქტიურად იკითხება როგორც მეთერთმეტე. ნუ როგორც წერენ საუკუნეს XX მეოცე და ასე შემდეგ. ასე რომ XI-ის დაწერა ნიშნავს და იკითხება როგორც მე-11-ის. ამიტომ უფრო მარტივი და სწორია დავწეროთ უბრალოდ 11-ეული. ან უფრო მარტივად ძირითადი შემადგენლობა, რაც თავისთავად გულისხმობს 11 ფეხბურთელს.
თუ ალბა გამოჰყავს ესე დაიწყოს თავიდან არ ჯობია?
ნეტუ
დესტი-პიკე-არაუხო-ალბა
დე იონგი-პიანიჩი
კოუტინიო
გრიზმანი-მესი-ფატი
—————–
ანუ მარჯვენა ფლანგიბისევ მკვდარი იქნება😕
პ.ს. რატომღაც მგონია რო ფატი შეაგდებს
Griezzy7,
ეგ იასნია ეხა ლიგას ვერ მოთხოვ მარა ლიგისთვისაც უნდა იბრძოლონ აუცილებლად მაგრამ მთავარია თუ გავარდა გუნდი ისე აღარ გავარდეს როგორც ბოლო 3 წელია ვარდება
ჩათვალეთ კლასიკო მოგებულია, ბარსა ბევრად კარგ ფორმაშია თან დასვენებულებიც უფრო არიან ბოლოსდაბოლოს შახტარმა მაოუგო 2-3 რეალს და ჩვენ რას ვუზამთ. მე ვფიქრობ გრიზმანის დაყენება უდიდესი შეცდომა იქნება თუმცა თუ მაინც დააყენა და ამან გაამართლა მზად ვარ ჩემი სიტყვები უკან წავიღო. რატომღაც ლენგლე არ მომწონს ძალიან არათავდაჯერებული და შეშინებული ჩანს, შეცდომებიც ხშირად აქვს ამიტომ ვფიქრობ არაუხოს შანსი უნდა მიეცეს თან გამოცდილებასაც მიიღებს იუვენტუსისთვის. ჩემი აზრით შემადგენლობა შემდეგნაირი უნდა იყოს:
*მესი
ფატი—კოუტინიო—დემბელე
დე იონგი—პიანიჩი
დესტი—არაუხო—პიკე—რობერტო
ნეტუ*
აბა მიდით ბიჭებო დავიმხოთ მადრიდელები!!!!
გრიზმანმა დაიწყოს ჯობია მართლაც და მერე შემოიყვანოს დემბო , დაღლილ მცველებს შეაწუხებს კარგად .
ძაან დუნე სასტავი გამოდის მასე, ერთი ფატია სწრაფი მანდ და ისიც ბავშვია ჯერ, ისევ დემბელე ჯობია თავიდან მერე დაღლილებთა ფატიმ გაილაღოს და იქნებ გახვრიტოს ტიბოს კარის ბადეც