workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”ფერგიუსონი დიდებულია, მაგრამ ”ბარსელონა” ყველაზე ძლიერი”

ჩავი: ”ფერგიუსონი დიდებულია, მაგრამ ”ბარსელონა” ყველაზე ძლიერი”

კატალონიის ”ბარსელონას” ვიცე-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელით – სერ ალექს ფერგიუსონით. თუმცა ნახევარმცველმა იქვე დაამატა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”წითელ ეშმაკებს” ”ბარსელონას” წინააღმდეგ არავითარი შანსები არ ჰქონდათ.

””მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას. ის უკვე 25 წელია, რაც ”მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და მან შეცვალა არამარტო კლუბის ისტორია, არამედ ფეხბურთი მთლიანობაში. ადრე ისინი გაცილებით ჩამოუვარდებოდნენ ”ლივერპულს” მოგებული ტიტულებით, მაგრამ ახლა მათზე წინ არიან. თუმცა, საქმე ისაა, რომ ”ბარსელონა” ყველაზე ძლიერია. ეს აღიარა როგორც უეინ რუნიმ, ასევე თავად ალექს ფერგიუსონმა.” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

<!–Session data–>

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward