“ფერენცვაროშთან” შეხვედრამდე რონალდ კუმანმა მესის თამაშზე თქვა, რომ მას უკეთესის მოლოდინი ჰქონდა. არგენტინელმა კი ნიდერლანდელის განცხადებას უმაღლესი დონის პერფორმანსით მყისვე უპასუხა.
აქ შეგვიძლია, იმ 3 მნიშვნელოვან ასპექტზე ვისაუბროთ, რომელზეც მთავარი მწვრთნელი ამახვილებს ყურადღებას და რისი ნახვაც მას კაპიტნისაგან სურს.
ძირითადად თავის პოზიციაზე თამაში
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მესი “ფერენცვაროშთან” დიდებულად გამოიყურებოდა იყო ის, რომ “ლა პულგა” ყველა პოზიციაზე თამაშს ნაკლებად ცდილობდა. 10-იანი უმეტესად ცენტალური თავდამსხმელის პოზიციაზე იმყოფებოდა და საგოლე შანსების შესაქმენელად ხანდახან მარჯვენა ფლანგზეც ინაცვლებდა.
გოლების გატანა თამაშიდან
რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა პრობლემა თუ მესი პენალტის ნიშნულიდან გაიტანდა, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ლეოსთვის ასეთი მარტივი პოზიციებიდან გოლების დაგროვება შეუფერებელია. მას თამაშიდან გოლის გასატანად შანსი “ხეტაფესთანაც” ჰქონდა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. იმედია, უნგრელებთან ჩატარებული შეხვედრა არგენტინელისთვის გარდამტეხი იქნება და გოლების გატანას მალე სათანადო სიხშირით დაიწყებს.
უფრო მეტი ჩართულობა თამაშის წარმართვაში
მესიმ ახალახანს ახსენა, რომ ფლეიმეიქერის პოზიციაზე თავს კომფორტულად გრძნობს და ჩვენც ვთანხმდებით, რომ ამ ასაკში მისთვის ასეთი როლი აშკარად შესაფერისია. ცენტრალურ პოზიციაზე თამაშისას მას ანსუ ფატი და ანტუან გრიზმანი თავიანთ ფლანგებზე გაეხსნებიან და ლეომაც მათ მიმართ მეტი ნდობა უნდა გამოიჩინოს.




"ცენტრალურ პოზიციაზე თამაშისას მას ანსუ ფატი და ანტუან გრიზმანი თავიანთ ფლანგებზე გაეხსნებიან და ლეომაც მათ მიმართ მეტი ნდობა უნდა გამოიჩინოს".
მერე ეგენი რატო არ იჩენენ ლეოს მიმართ მეტ ნდობას? რამდენჯერმე ლეომ ფატისთან გათამაშება სცადა და წინაც გაეხსნა, მაგრამ რო მეგონა ის ლეოს დაუბრუნებდა(ფაქტიურად ერთი-ერთზე გადიოდა) ფატიმ თვითონ გადაწყვიტა კარში დარტყმა… ბოლო ბოლო მესი რო შენს იმედზე აჩქარებას იწყებს და საჯარიმოში შედის ხო უნდა მიხვდე რო ასიანი გამტანია, რატო არ უბრუნებ? მე მგონი ამას გვირგვინი ნაადრევად დაადგეს თავზე და ცოტა უჭერს. კრკიჩი გაიხსენოს ხანდახან.
ლეომ როცა ახალგაზრდა იყო ფეხბურთისთვის მან ბარსა აქცია უდიდეს გუნდად მსოფლიოში და ფეხბურთის ისტორიაში.მაგრამ ახლა ვერ მოთხოვ 33 წლის კაცს ისევე ისე ითამაშოს როგორც საუკეთესო წლებში,უბრალოდ გულით ითამაშოს რომ მაყურებელს სულ ყვარებოდეს და დამტკბარიყვეს მისი თამაშით.