კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ უკვე დაიწყო მზადება ”კოპა ამერიკასთვის”.
არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მოთამაშეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მსუბუქი ვარჯიში ჩაატარეს. სრული დატვირთვით ვარჯიშს გუნდი ორშაბათიდან დაიწყებს.
კენჭისყრის შედეგად არგენტინა A ჯგუფში მოხვდა. შესაბამისად მათ პირველი თამაში 1 ივლისს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ უწევთ. მატჩი ლა პლატაში გაიმართება. მომდევნო დაპირისპირება არგენტინელებს კოლუმბიასთან (6 ივლისი, სანტაფე) და კოსტა რიკასთან (11 ივლისი, კორობა) ელით.
არგენტინელები აღნიშნულ ჩემპიონატს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. შეგახსენებთ, რომ ”კოპა ამერიკა” წელს სწორედ არგენტინაში ტარდება. ჩემპიონატი სათავეს 1 ივლისს აიღებს და 24 ივლისს დასრულდება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში შემდეგი 26 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: სერხიო რომერო, მარიანო ანდუხარი და ხუან პაბლო კარიზო
მცველები: ხავიერ ძანეტი, გაბრიელ მილიტო, პაბლო ზაბალეტა, ნიკოლას ბურდისო, ლუჩიანო მონზონი, გარაი, ნიკოლას პარეხა, მარკოს როხო.
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო, ესტებან კამბიასო, დიეგო ვალერი, ხავიერ პასტორე, ევერ ბანეგა, ფერნანდო გაგო, ენცო პერეზი და ლუკას ბიგლია.
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, გონსალო იგუაინი, ანხელ დი მარია, სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი, დიეგო მილიტო და ლავეცი.