“ბარსელონას” პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს უნდობლობის საკითხზე დაგეგმილი რეფერენდუმი, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიდოს, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსამ” რეფერენდუმის ჩატარების თარიღებად 1-2 ნოემბერი განსაზღვრა, თუმცა, როგორც ირკვევა, კატალონიაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული მდგომარეობა პრობლემას ქმნის.
“10 დღის წინ რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც კლუბის მიერ დათქმულ ვადებში წარმოიქმნება, ამ საკითხს, შესაძლოა, ხელახლა გადახედონ”, – აცხადებს კატალონიის სპორტის გენერალური დირექტორი ჟერარ ფიგერასი Cadena SER-თან საუბრისას.
ვირუსი ვირუსისკენა!!!
ამ ბაიერნის მომგები ვინაა?⁷ თუ თითონ არ გაუკლევეს საჭირო დროს ისევე მოიგებენ ლიგას
Mesis gauxangrdzlive da rac ginda is giqnia