კატალონიური Sport-ის ჟურნალისტი, ლუის მასკარო წერს, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუ და “ბარსელონას” ბორდის სხვა წევრები თანამდებობების დროზე ადრე დატოვებას განიხილავენ.
როგორც იცით, კლუბში მიმდინარე უნდობლობის გამოცხადების პროცესის მომდევნო საფეხური რეფერენდუმია, რომლითაც უნდა დადგინდეს, სურთ თუ არა კლუბის ოფიციალურ წევრებს ხელმძღვანელობის ცვლილება.
მედიის ცნობით, “ბარსას” მეთაურები უკვე პესიმისტურად არიან განწყობილნი და გეგმავენ, რომ რეფერენდუმამდე გადადგნენ და პროცესი აღარ გააჭიანურონ.
რეფერენდუმი ნოემბრის პირველი დღეებისთვისაა დაგეგმილი და თუ ბორდის მოქმედი წევრები პოსტებიდან იქამდე წავლენ, მისი გამართვა საჭირო აღარ იქნება და კლუბი პირდაპირ ახალ ხელმძღვანელობას აირჩევს.
კარგი იქნება ამათი ახლავე წასვლა თორე იანვრის სატრანსფეროს დროს ბარსას კიდევ რაღაც საშინელებას გაუკეთებენ.შემოგვტენიან ბერნადესკებს და ფოია ფოია ფეხბურთელებს და დაგვამსგავსებენ მილანს
გადაშენდით დროზეეეეეეე!!!
ბართომეუ ბარსას კორონა ვირუსია, ხოლო ხიხო საქართველოს!!!
აი ხვალ და ზეგ რომ არ გადადგებიან ყველამ ვიცით , თუ მართლა უნდათ გადადგომა რეგერენდუმამდე ორი ან სამი დღით ადრე იზამენ. აი რასაც ქვია უდიდესი საჩუქარი იქნება რომ 30ში დილას გავიღვიძო და აქ წავიკითხო ბართომეუ გადადგა თავის ქვეშემრდომებიანადო.
წადი ბართო რა შეგვეცი კლუბი ბოლომდე დაშალე ერთი რამე გააკეთე მაინც ვაჟკაცური წადი პოსტიდან წყნარად მშვიდად წაიყვანე კუმანიც არ გვჭირდებით არ ხართ ისინი ვინც გვჭირდებოდა გვარდიოლას დროს ბარსა მხეცი იყო ყველას ეშინოდა ჩვენი ახლა ჩვენ მოვიქეცით შეშინებულის როლში ეს შენი დამსახურებით ყველაზე ცუდი პრეზიდენტი შეხვალ ისტორიაში თუ არ წაეთრევი აქ არავის დაამახსოვრდები როგორც კარგი პრეზიდენტი უამრავი შეცდომა დაუშვი კლუბის მართვაშიც ტრანსფერებშიც ფეხბურთელების ხელფასების შემცირებაშიც