“ბარსელონას” გამოცდილი ესპანელი მცველი, ჟერარ პიკე, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით ხვალ “ხეტაფესთან” ლა ლიგის 350-ე მატჩს ჩაატარებს.
ლა ლიგაში პიკეს დებიუტი “სარაგოსას” რიგებში იჯარით ასპარეზობის დროს, 2006 წლის 24 სექტემბერს შედგა, ამ დროს ესპანელი “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრება გახლდათ.
2006/2007 სეზონში “სარაგოსას” მაისურით მცველმა ლა ლიგაში 22 შეხვედრა ჩაატარა (2 გოლი), 2008 წელს პიკე მშობლიურ “ბარსელონაში” დაბრუნდა და დღემდე გუნდის უცვლელი წევრია (546 მატჩი, 47 გოლი).




ჩემი კაცი🥰🤩❤