“ბარსელონა” რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, რის გამოც მოსალოდნელია, რომ კატალონიური გუნდი, მომდევნო ზაფხულში, აქცენტს თავისუფალ აგენტებზე გააკეთებს. ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი კი არაერთია.
ერთ-ერთი ვარსკვალვი, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, პოლ პოგბაა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” 27 წლის ნახევარმცველის დამატების ვარიანტს განიხილავს.
კატალონიური გამოცემის მიერ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, პოგბას “ბარსელონაში” გადმოსვლა მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს: 1) ზაფხულში “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი და დიდი ალბათობით ახალი დირექტორთა საბჭო ეყოლება და მოსალოდნელია, რომ კლუბის გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალოს; 2) “ბარსელონას” სახელფასო ფონდის შემსუბუქება აქვს გადაწყვეტილი, პოგბას ტრანსფერი კი ამ პრობლემას პირიქით, გაართულებს; 3) “ბარსელონა” ნახევარმცველის დამატების აუცილებლობის წინაშე არ დგას; 4) პოგბა არ მალავს, რომ მისი ოცნება “რეალში” თამაშია, მადრიდულ გუნდს კი მისი თანამემამულე ზინედინ ზიდანი წვრთნის.
Mundo Deportivo “ბარსელონას” სხვა ისეთ ფეხბურთელებსაც უკავშირებს, რომლებსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდებათ: სერხიო აგუერო, დავიდ ალაბა, ანხელ დი მარია, ორიოლ რომეუ, ხუან ბერნატი, არკადიუშ მილიკი, ჯანლუიჯი დონარუმა.
თუ უნდათ მოიყვანენ, მანდ ხელფასის თემა ბლეფია. ასეთ დროს, როცა ვარსკვლავი უფასოდ მოგყავს გუნდში, ძალიან დიდ სატრანსფერო თანხას ზოგავ და მისთვის მაღალი ხელფასის დანიშვნის პრობლემა არ აქვს.
თან ეს დედანაქაჩი კორონა რამდენ ხანს იქნება კიდე, ოდესმე ხო მოშორდება და მორჩება კრიზისიც.
მოაშორეთ ეს ცხენი აქედან
კარგით რა))ამის თამაში ნანახი გაქვთ ბოლო წლებში?
ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა ალბათ და მარტო სახელების გამო ნუ იცით ხოლმე ეს ყველაზე გაგიჟება..
სწორი ხარ 1000%
დიდი იმედი მაქვს არ მოვა
ჯერ ერთი, მანჩესტერს აქვს უფლება რომ დამატებით 1 წლით გაუხანგრძლივოს კონტრაქტი. მეორე, ეს დემბელეზე უარესი ხასიათისაა და ტრავმებსაც არანაკლებად იღებს.მესამე, ბოლო კარგი თამაში 3 წლის წინ ჩაატარა და რათ გინდათ ვერ ვხვდები. მანჩესტერიც მიხვდა რა ნაგავიცაა და ერთი სული აქვს მოიშოროს სარფიანად. იმედია აქ არ გადმოვა. ცალკე ამის აგენტი რაიოლაა და მაგასთან საქმის დაჭერა არ ღირს.
ეს თუ მართალია ძაან მაგარია ეს და დეიონგი საყრდენ ზონაში დაგლიჯავენ🔥