მადრიდის “რეალის” ესპანელმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, წავიდოდა თუ არა მესი კლუბიდან, მაგრამ მისი დარჩენა “ბარსელონასთვის” ნამდვილად კარგია. საუკეთესოს წინააღმდეგ თამაში მომწონს.” – ასენსიოს სიტყვებს El Transistor ციტირებს.
ასენსიოს და “რეალს” მესისთან დაპირისპირება სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” მოუწევთ, რომელიც 24 ოქტომბერს “კამპ ნოუზე” გაიმართება.




ამას ტრამვებმა მაგრად გაუხურა ,არადა მაგარი ბიჭია მერე რა რომ ბარსას ფანივარ.დ