ბარსელონას მარკო ასენსიო შესთავაზეს

ბარსელონას მარკო ასენსიო შესთავაზეს

“პარი სენ-ჟერმენის” 29 წლის შემტევი ნახევარმცველის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მისი კლიენტი “ბარსელონას” შესთავაზა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

იმავე წყაროს ცნობებით, “ბარსა” “რეალ მადრიდის” ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესებული არაა და ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანა” ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, მარკუს რეშფორდის ტრანსფერზე მუშაობს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    22 იან 2025, 14:58

    მოაცილეთ აქედან, 3-4 წლის წინ ვიღაცამ რეალში გადაწყვიტა, რო ბარსას ამ კაცის წართმევა უნდოდა და ეჩალიჩებოდა თითქოს. მერე ერთ თამაშში ამან გოლი გაიტანა და მაისურზე რეალის გერბს აკოცა. ჰალას ადმინმა კი ასე დააკომენტარა, ამით ასენსიომ ბარსას აგრძნობინა, რომ რეალში რჩებაო. არვიცი ვის რა ჩემ ფეხებად უნდოდა რეალის უვარგისი მოთამაშე და მაინც ის პსჟ-ში გაუშვეს. ტერ-შტეგენი რო დაგვემტვრა და უფლება მოგვცეს თავისუფალი აგენტებიდან რომელიმე მეკარე აგვერჩია გეხსომებათ რამდენი პენსიონერი გამოჩნდა, მათ შორის ერთი ყოფილი მადრიდელი კეილორ ნავასი, მესიმ რო ტენა ბოლო წამზე 3-2 მოგებულში. ჰოდა ჰალას ადმინმა ასეთი განცხადება გააკეთა: ბარსელონა ყოფილ მადრიდისტას უმნიზნებსო(თითქოსკოსტა-რიკელი ნავასი) ამათი გაზრდილი იყო. და დაამატა არამგონია მადრიდისტებს ყოფილი "ჩვენი" ფეხბურთელის მტრის ბანაკში გადასვლა ესიამოვნოთო. აი ასეთი გაგებისაა რეალიც და მათი უტვინო ადმინიც.

  • me da barca
    22 იან 2025, 00:56

    კარგს ვინ შემოგთავაზებს. ან რეალის გამონაცვალი ნიფხავი ვის რად უნდა.

  • M10 S9 D11
    21 იან 2025, 20:46

    ეს ის არაა კაცო მესიზე მაგაცი ცაცია რო აქვს? მოაშორეთ აქედან ეს ძალით ტალანტი

  • MESSI 2017
    21 იან 2025, 20:24

    რეალია ერთადერთი გუნდი ვინც არ გვიჩივის ლალიგაში და სანამ გადავიკიდებთ ტრანსფერებში ჯობია ასენსიოს ნაირებისთვის არ გადავაიკიდოთ ეს ჭირიანები

  • Don_Andresito
    21 იან 2025, 17:32

    რატო შე..ცეს ამ ასენსიოთი, მერამდენედ გვთავაზობენ, ტრავმიანია სასწაული, აღარც ფორმაშია, თორე ტორესზე და ფატიზე უკეთესი ზამენა იქნებოდა. თან რაც მთავარია მადრიდისტაა და არ გვინდა თორე 4-5 წლის წინანდელ ასენსიოზე არ ვიტყოდი უარს