Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ ოქტომბრის თვის ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვებსა და პირველი ტურის პასუხებს.
მე-2 ტურის კითხვები
- რომელი პრეზიდენტის დროს მოიგო “ბარსელონამ” ყველაზე მეტი ტიტული? – 2 ქულა
- რომელ გუნდთან თამაშს დაესწრო “კამპ ნოუზე” ყველაზე მეტი გულშემატკივარი? – 4 ქულა
- “კლასიკოში” ზედიზედ რამდენი მოგებაა “ბარსელონას” რეკორდი? – 6 ქულა
- არსებობს მოსაზრება, რომ “ბარსელონამ” ისტორიაში პირველი თამაში ამ ფერის მაისურებით ჩაატარა (საუბარია ერთ ფერზე). – 8 ქულა
- ვინ მიიჩნევა “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელად? – 10 ქულა
- რომელ წელს გაიხსნა “კამპ ნოუ”? – 1957 – 1 ქულა
“ბარსელონას” საშინაო არენა 1957 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა. - სადაური იყო “ბარსელონას” დამაარსებელი? – 2
ჟოან (ჰანს) გამპერი შვეიცარიელი იყო. - რამდენი ტიტული აქვს მოგებული იოჰან კრუიფს “ბარსელონას” მწვრთნელობის დროს? – 3 ქულა
იოჰან კრუიფმა “ბარსელონას” მწვრთნელობის დროს 11 ტიტული მოიგო. - ერთ სეზონში ყველაზე მეტი რამდენი ტიტული მოუგია “ბარსელონას”? – 4 ქულა
1951/52 წლების სეზონში “ბარსელონამ” 5 ტიტული მოიგო, რაც დღემდე გუნდის რეკორდად რჩება. იმ გუნდს “5 თასის გუნდის” სახელით ვიცნობთ. რაც შეეხება პეპ გვარდიოლას გუნდის მიერ მოგებულ 6 ტიტულს – “ბარსამ” ეს 6 ტიტული მოიგო ერთ კალენდარულ წელში, მაგრამ ტიტულები განაწილდა ორ სეზონზე (2008/09 წლებისა და 2009/10 წლების სეზონები). - სპორტის სწორედ ამ სახეობას უკავშირდება ერთ-ერთი და ყველაზე სარწმუნო ვერსიით “ბარსელონას” ფერების წარმოშობა. – 5 ქულა
ყველაზე სარწმუნო ვერსიით “ბარსელონას” ფერების წარმოშობა უკავშირდება სარაგბო კლუბს. მეტი ინფორმაცია ამ თემაზე.
ვიქტორინის მონაწილეთა რეიტინგი გამოქვეყნდება ბოლო ტურის შემდეგ, როდესაც გამარჯვებული გახდება ცნობილი. ახლა კი გეტყვით იმას, რომ პირველ ტურში მაქსიმალური (15) ქულა მხოლოდ სამმა მომხმარებელმა აიღო.
ვიქტორინის წესები
- თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
- გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
- მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
- პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს “ვიქტორინის პასუხები”, ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
- მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
- გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
- ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
- იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
- კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
- გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
- გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.





სულ გამომრჩა
არ ჩაითვალა. კითხვაზე სწორი პასუხი არის 5.
შესაძლოა რო ამის გამო პასუხები განულდეს ?
მაგის გამო როგორ გავანულებთ 🙂
პასუხები ამ სიახლეში შეგიძლიათ ნახოთ და თქვენსას შეადაროთ.
გამოგზავნისას სათაურში უბრალოდ „გათამაშება" მივუთითე და არა „ვიქტორინის პასუხები"
შესაძლოა რო ამის გამო პასუხები განულდეს ?
ამ პოსტში არის წინა კითხვების პასუხები.
არა მე რამდენი ქულა მივიღე ის მაინტერესებს თორე ეგ ვიცი
პასუხები ხომ იცი, რაც დაწერე? ჰოდა, შეადარე.
ამ პოსტში არის წინა კითხვების პასუხები.
არა მე რამდენი ქულა მივიღე ის მაინტერესებს თორე ეგ ვიცი
ამ პოსტში არის წინა კითხვების პასუხები.
წინაზე გამოგზავნილი პასუხები როგორ ვნახო ან რამდენი ქულა მივიღე ის როგორ ვნახო???
ანუ IV კითხვაზე პასუხი – "6 ტიტული" არ ჩაითვალა სწორად?