ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” 90 მილიონი ევრო აქვს ტრანსფერებისთვის

”ბარსას” 90 მილიონი ევრო აქვს ტრანსფერებისთვის

”ბარსას” საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. გუნდის მიერ დაგროვილ 50 მილიონ ევროს, ფეხბურთელების ტრანსფერიდან შემოსული 40 მილიონი ევრო დაემატება.

მოლაპარაკებები ფაბრეგასის მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე უკვე წლებია, რაც მიმდინარეობს. თუცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სესკის ტრანსფერს წერტილი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას დაესმება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ თანხაზე, რასაც ”არსენალი” თავის კაპიტანში მოითხოვს, თუმცა ”ბარსა” მზადაა თავისი აღზრდილის დაბრუნების ოპერაციაში არსებული ფეხბურთელთაგან რომელიმე გამოიყენოს.

ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელების სიას ბოიანი და ტიაგო მიეკუთვნებიან. ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ კარგად იცის ორივე მათგანის შესაძლებლობები, ამიტომ იმედოვნებენ, რომ ტრანსფერები სოლიდურ თანხებში უნდა განხორციელდეს. მაზინიოს შვილის საბაზრო ფასი დაახლოებით 9 მილიონი ევროა. ინგლისში პრესა გამუდმებით საუბრობს იმის შესახებ, რომ აღნიშული ფეხბურთელი შესაძლოა კატალონიელებმა სესკის ტრასფერისთვის გამოიყენონ. ”არსენალის” ინტერესებში ვარდება ბოიანიც, რომელიც გამუდმებით აცხადეს, რომ მას კატალონიურ გრანდში დარჩენა სურს. მიუხედავად სურვილებისა, კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კრკიჩის წასვლა საკმაოდ აქტიურად განიხილება. ახალგაზრდა კატალონიელის ფასი დაახლოებით 12 მილიონი ევროა.

რაც შეეხება ხეფრენს, რომლის საბაზრო ფასი დაახლოებით 7 მილიონ ევროს შეადგენს, მის მიმართ ინტერესს ”ლივერპული” იჩენს.

”ბარსა ბ”-ს წარმატებული სეზონიდან გამომდინარე, მოთხოვნა გაიზარდა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებზე. ჯონატან სორიანო, ორიოლ რომეუ და ჯონატან დოს სანტოსი წამსვლელთა სიაში ირიცხებიან. ასევე განიხილება ბოტიასა (8 მილიონი ევრო) და კასერესის (3,5 მილიონი ევრო) ტრანსფერიც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში