workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გილერმო ამორი: ხვალამდე უნდა მოვიცადოთ, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა

გილერმო ამორი: ხვალამდე უნდა მოვიცადოთ, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა

“ბარსელონას” დირექტორი გილერმო ამორი მიანიშნებს, რომ ხვალ რამდენიმე ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს დატოვებს.

“ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. გარკვეული არაფერია. ვნახოთ, მივიღებთ თუ არა შემოთავაზებებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათია დარჩენილი”, – აცხადებს კლუბის დირექტორი.

გილერმო ამორის განცხადებიდან ირკვევა, რომ “ბლაუგრანამ” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, შესაძლოა, მოთამაშეები გაუშვას, თუმცა კატალონიელებს შენაძენიც ეყოლებათ: “ლიონის” სპორტულმა დირექტორმა, ჟუნინიომ, ცოტა ხნის წინ მემფის დეპაის “ბარსელონაში” ტრანსფერი თითქმის დაადასტურა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward