მადრიდის ”რეალის” მცველი, პეპე მიიჩნევს, რომ მისი გუნდი შესძლებდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ”ბარსელონას” დამარცხებას, რომ არა მსაჯის მიერ ნაჩვენები წითელი ბარათი. შეგახსენებთ, რომ თამაშის მთავარმა არბიტრმა სწორედ პეპე გააძევა მოედნიდან, რამაც გარკვეული პოლემიკა გამოიწვია, ვინაიდან ”სამეფო კლუბის” წარმომადგენლები და ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პეპეს უხეშად არ უთამაშია დანი ალვესის წინააღმდეგ.
”პირველი შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ განზრახ დავუთმეთ ”ბარსას” ინიციატივა. ეს იყო ტაქტიკური სვლა. მეორე ტაიმში ჩვენ თავად უნდა აგვეღო თამაშის სადავეები ხელთ და დარწმუნებული ვარ, მსაჯს რომ არ გავეძევებინე მოედნიდან, აუცილებლად მივაღწევდით მიზანს. უნდა აღვნიშნო, რომ ”ბარსელონამ” განზრახ ითამაშა ჩემს გაგდებაზე, ვინაიდან იცოდნენ, რომ ეს იყო გამარჯვების მოპოვების საუკეთესო ვარიანტი.” – განაცხადა პეპემ.
