workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოქტომბრის თვის ვიქტორინის პირველი ტურის კითხვები

ოქტომბრის თვის ვიქტორინის პირველი ტურის კითხვები

Barcamania.ge-ზე ვიქტორინები და მაისურების გათამაშებები იწყება. დღეს შემოგთავაზებთ ოქტომბრის თვის ვიქტორინის პირველი ტურის კითხვებს.

პირველი ტურის კითხვები

  1. რომელ წელს გაიხსნა “კამპ ნოუ”? – 1 ქულა
  2. სადაური იყო “ბარსელონას” დამაარსებელი? – 2 ქულა
  3. რამდენი ტიტული აქვს მოგებული იოჰან კრუიფს “ბარსელონას” მწვრთნელობის დროს? – 3 ქულა
  4. ერთ სეზონში ყველაზე მეტი რამდენი ტიტული მოუგია “ბარსელონას”? – 4 ქულა
  5. სპორტის სწორედ ამ სახეობას უკავშირდება ერთ-ერთი და ყველაზე სარწმუნო ვერსიით “ბარსელონას” ფერების წარმოშობა. – 5 ქულა

ვიქტორინის წესები

  • თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
  • გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
  • მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
  • პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს “ვიქტორინის პასუხები”, ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
  • მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
  • გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

Barcamania-ს გათამაშებების შესახებ დეტალურად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • barcaman
    schedule 06 ოქტ 2020, 12:25

    ციტატა: tornike10
    ტურში მიღებულ ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?


    როცა ვიქტორინა დასრულდება

  • tornike10
    schedule 05 ოქტ 2020, 22:28

    ტურში მიღებულ ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?

  • barcaman
    schedule 05 ოქტ 2020, 21:56

    ციტატა: KoCheQsa
    რომელ საათზე იდება კვირაობით ეს


    საათი დადგენილი არაა.

    ციტატა: Aron ralston
    გამოვაგზავნე
    თითვეული ტურის ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?


    ქულებს გაიგებს თვის ბოლოს.

    ციტატა: alen halilovic
    სწორი პასუხებიც დაიდება? კარგი კითხვებია და პასუხებიც საინტერესო იქნება კვირის ბოლოს


    რა თქმა უნდა დაიდება. მომდევნო ტურის კითხვებთან ერთად წინა ტურის კითხვების პასუხები დაიდება.

  • alen halilovic
    schedule 04 ოქტ 2020, 20:56

    სწორი პასუხებიც დაიდება? კარგი კითხვებია და პასუხებიც საინტერესო იქნება კვირის ბოლოს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 04 ოქტ 2020, 18:37

    ციტატა: barcaman

    ციტატა: azulgerana
    Vinmem icit savaraudo pasuxebi?


    მე ვიცი


    მეც 👍

  • Aron ralston
    schedule 04 ოქტ 2020, 17:17

    გამოვაგზავნე
    თითვეული ტურის ქულებს ეხლა შევიტყობთ თუ ბოლოს როცა ვიქტორინა დასრულდება?

  • KoCheQsa
    schedule 04 ოქტ 2020, 16:31

    რომელ საათზე იდება კვირაობით ეს

  • barcaman
    schedule 04 ოქტ 2020, 15:20

    ციტატა: azulgerana
    Vinmem icit savaraudo pasuxebi?


    მე ვიცი

  • azulgerana
    schedule 04 ოქტ 2020, 14:50

    Vinmem icit savaraudo pasuxebi?