workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდრიგო დე პაული: როცა შენი კაპიტანი მესია, მისი გულისთვის ომში წასასვლელადაც მზად ხარ

როდრიგო დე პაული: როცა შენი კაპიტანი მესია, მისი გულისთვის ომში წასასვლელადაც მზად ხარ

როდრიგო დე პაულმა, “უდინეზეს” ნახევარმცველმა და მესის თანაგუნდელმა ეროვნულ ნაკრებში, ლეოზე ისაუბრა და ის მოკლედ დაახასიათა.

“როდესაც შენი კაპიტანი მესია, მან ომში წასვლაც რომ გთხოვოს, ამის გასაკეთებლად მზად ხარ.”

“შენ მესის, რასაკვირველია, ყოველთვის აღმერთებ, მაგრამ როდესაც მასთან ურთიერთობას იწყებ, იგი იმდენად უშუალო და გულახდილია, რომ უფრო მეტად შვილებზე საუბარი ან იმ მომენტის გახსენება გინდება, როდესაც “ბარსასა” და “ვალენსიას” თამაშისას ცალკე გაგიყვანა.”

როდრიგოს არგენტინის მაისურით 17 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას მესისთან ერთად თამაში ოფიციალურ დონეზე კოპა ამერიკაზე მოუწია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)