“ვალენსიას” ყოფილი და ამჟამად “უდინეზეში” მოთამაშე არგენტინელი ფეხბურთელი როდრიგო დე პაული მისი ეროვნული ნაკრების კაპიტანზე, ლიონელ მესიზე FIFA-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
“მესის ყოველთვის აკვირდები, მაგრამ როდესაც ერთ გუნდში მოხვდებით, ის იმდენად ღია და გახსნილია, რომ იმის თქმის ნაცვლად, თუ რას ფიქრობ მასზე, შეიძლება ჰკითხო, როგორ არიან მისი ბავშვები. ხოლო როდესაც ის შენი კაპიტანი ხდება, მზად ხარ მისი გულისთვის ომშიც კი წახვიდე.” – განაცხადა დე პაულმა.




სადაც საჭიროა იქ ითამაშე და მიეხმარე მესის ომში წასვლას არავინ გთხოვს