El Larguero წერს, რომ “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე, მადრიდის რეგიონის მთავრობას სამედიცინო დანიშნულების 14 მილიონი პირბადის შეძენაში დაეხმარა.
ჩინეთის ქალაქ შანხაიში, სადაც პიკეს ერთ-ერთი პარტნიორის ბიზნესი ოპერირებს, პირბადეების შეძენისთვის პიკეს საინვესტიციო კომპანია Kosmos Group-მა 32 მილიონი ევრო გადაიხადა.
პირბადეები დედაქალაქისა და მისი შემოგარენის აფთიაქებს უსასყიდლოდ გადაეცა.
ბოლო თვეების განმავლობაში, COVID-19-მა ესპანეთს დიდი ზიანი მიაყენა – კორონავირუსს 32 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 800 ათასს მიაღწია.




პიკე ბარსელონას პრეზიდენტად !
პიკე ჯიგარია, მაგრამ 14 მილიონ პირბადეში. 32 მილიონი ევრო გადაიხადა? 1 ცალი 2 ევროზე მეტი არირს? რაღაც არასწორია
დასაფასებელია!👏