workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“სევილიას” შეხვედრის მსაჯის ვინაობა ცნობილია

“ბარსელონა”-“სევილიას” შეხვედრის მსაჯის ვინაობა ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრიმერა დივიზიონში “ბარსელონას” მომდევნო მატჩს ხესუს ხილ მანსანო განსჯის. 

“ბარსელონა”-“სევილია” 4 ოქტომბერს გაიმართება – ტურის აშკარად ცენტრალური მატჩი ესპანეთის სამსაჯო კომიტეტმა გამოცდილ 36 წლის არბიტრს ანდო, რომელიც ლა ლიგაში 2012 წლიდან მუშაობს. მანსანოს VAR-ის ოთახიდან მარტინეს მუნუერა დაეხმარება.

ხესუს ხილ მანსანოსა და “ბარსას” ურთიერთობის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი 2018 წლის სექტემბერში, “ბარსელონასა” და “ჟირონას” შეხვედრის (2-2) შემდეგ მოხდა, როცა “ბლაუგრანას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, მისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward