სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა 13-მა ფეხბურთელმა მიიღო

სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა 13-მა ფეხბურთელმა მიიღო

დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე” “ბარსელონამ’ მორიგი სავარჯიშო სესია გამართა.

რონალდ კუმანმა, ფატისა და ნეტუს გარდა, დასვენების საშუალება, ძირითადად, იმ ფეხბურთელებს მისცა, რომლებიც “ვილიარეალთან” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ: რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პიანიჩი, ტრინკაუ, მესი, კოუტინიო და გრიზმანი. 

სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს: ფატი, ნეტუ, არნაუ, ალენია, დემბელე, რაფინია, პედრი, ბრეითუეიტი, პუჩი, კონრად დე ლა ფუენტე, არაუხო და მინგო.

ლა ლიგის წესდების მიხედვით, მატჩამდე 48 საათით ადრე, თითოეულ ფეხბურთელს PCR ტესტირება უნდა ჩაუტარდეს. გამომდინარე აქედან, ვარჯიშის დაწყებამდე, “სიუტატ ესპორტივაზე” პირველი გუნდის ყველა წევრი გამოცხადდა.

“სელტასთან” მატჩი ზეგ, თბილისის დროით, 23:30 საათზე დაიწყება. შეხვედრას “ბალაიდოსი” უმასპინძლებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    29 სექ 2020, 19:31

    ფატი ჭოკით ხტომაში ვარჯიშობს?