Cadena SER-ის ცნობით, “ბარსელონა” 24 წლის მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს, ტრანსფერზე მუშაობს.
გამოცემა წერს, რომ კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფირპოს გაშვება სურს, პირველ გუნდში კი სათადარიგო მარცხენა მცველის ადგილს “შალკედან” დაბრუნებული ჟუან მირანდა დაიკავებს.
ფირპო “ბარსას” 2019 წლის ზაფხულში 18 მილიონ ევროდ შეუერთდა. რაც შეეხება მირანდას, მან გასული გელზენკირხენის “შალკეში” იჯარის წესით გაატარა.
რა მირანდა მაგას ისევ ფირპო ჯობია
მირანდა მოსაშორებელია გასაშვებია მაგას ისევ ფირპო ჯობს და ჯობია ეგ დარჩეს
[b][/b]არც მირანდა წყვეტს ვარსკვლავებს მარა ფირპო საერთოდ არ მომწონს.. ისე აკიემე აჯობებდა ჩემი აზრით ორივეს
18 მილიონად ნაყიდ ფირპოს გაუშვებს მილიონ ნახევრად რა ენაღვლება😏
გაყიდე ბართო ყველა, არ დატოვო არავინ. შენ როდის გაიყიდები და წაეთრევი შე არაკაცო.