“ბარსელონამ” პორტუგალიელი მცველი, ნელსონ სემედუ, “ვულვერჰემპტონს” ჯამში 30 მილიონ ევროდ დაუთმო.
არც ისე შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ სემედუს ამ ფასად გაყიდვა საკმაოდ მოულოდნელი იყო, Tribuna-ს ინფორმაციით კი “ბარსამ”, რეალურად, კიდევ უფრო დიდი ფინანსური მოგება ნახა.
თუ 26 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანას” მაისურით კიდევ 3 მატჩს ჩაატარებდა, კატალონიელებს მისი ყოფილი კლუბის, “ბენფიკასთვის”, 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ. ეს 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული.
კონტრაქტის მიხედვით “ბარსას” 5-მილიონიან ტრანზაქცია იმ შემთხვევაში დაევალებოდა, თუ ნელსონი გუნდთან ერთად მონაწილეობას 100 შეხვედრაში მიიღებდა (თითოეულში მოედანზე 45 წუთზე მეტი უნდა გაეტარებინა).



სემედუ შარშანაც გასაშვები იყო. წელს კი დროულად გაუშვიათ თან იშვიათად კარგ ფასად გაყიდეს
Mgoni magito gayides ro mag 5limonis gadaxdis traki arqondat
არაა მწვრთნელი გუნდის წევრია პროსტა. ინსტაგრამზე და ფეისბუქზე რომ გამომწერები მოხოდონ მაგისთვის აიყვანეს ალბათ 😏