workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტონი ფრეიშამ ტონი შეცვალა: მესი “ბარსელონაში” ბედნიერი უნდა იყოს

ტონი ფრეიშამ ტონი შეცვალა: მესი “ბარსელონაში” ბედნიერი უნდა იყოს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ, თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კლუბისთვის ლიონელ მესის მნიშვნელობა განსაკუთრებით აღნიშნა. 

“ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. “ბარსელონასთვის” აუცილებელია, რომ ის აქ თამაშით ბედნიერი იყოს. 

მესი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს. ვფიქრობ, მათ ყველაფერი გამოუვათ. 

კარგი იქნებოდა, რომ ბიუროფაქსის ამბავი საერთოდ არ გამჟღავნებულიყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა – როგორც კლუბისთვის, ასევე მესისთვის. როგორც “ბარსელონას” გულშემატკივარსა და წევრს, მიხარია, რომ ის დარჩა”. – განაცხადა ესპანელმა. 

ალბათ გემახსოვრებათ, რომ ტონი ფრეიშა ის კანდიდატია, რომელმაც აგვისტოს სატრანსფერო საგაში არა კლუბის ბორდი, არამედ ლიონელ მესი დაადანაშაულა და თქვა, რომ თუ გამოსასყიდ თანხას გადაიხდიდნენ, დიდად არ ინაღვლებდა იმაზე, თუ არგენტინელი გუნდს დატოვებდა. როგორც ჩანს, მას ამ პოზიციის შენარჩუნება სახარბიელოდ აღარ მიაჩნია და ტონის შეცვლას ამჯობინებს. 

ტონი ფრეიშა “ბარსას” მოქმედ ხელმძღვანელებთან, მათ შორის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და სავარაუდოდ, არჩევნებზე მათ მხარდაჭერას მიიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 26 სექ 2020, 12:35

    ხელმძღვანელებთან, მათ შორის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და სავარაუდოდ, არჩევნებზე მათ მხარდაჭერას მიიღებს.

    აი მაგათ გარდა თუ გეყოლება ვინმე მხარდამჭერი..
    ეგა გაქვს სადარდებელი ..

  • me da barca
    schedule 26 სექ 2020, 09:39

    მომგებიანი არ გამოდგა ხომ, მესისთვის ტალახის სროლა და შეცვალე პლასტინკა არა? შენც კაი მძ ..ი ჩანხარ.