“აიაქსისა” და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მიდომ, Twitter-ის გვერდზე ლიონელ მესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არგენტინელმა ლუის სუარესის წასვლის შემდგომ გააკეთა.
“შენ არ იმსახურებდი გაგდებას..” – ეს ლიონელ მესის ფრაზებია, რომელიც მან სუარესის გამოსამშვიდობებელ მესიჯში ახსენა.
“ძალიან მაინტერესებს რონალდ კუმანის რეაქცია ლიონელ მესის ბოლო განცხადებაზე, კუმანს ყოველთვის სურდა “აიაქსი” დამეტოვებინა, მას შემდეგ, რაც გუნდზე საჯაროდ ვისაუბრე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, თავს ლიონელ მესის არ ვადარებ, უბრალოდ კუმანის რეაქცია მაინტერესებს.”, – განაცხადა ეგვიპტელმა.
ეგვიპტელი ფეხბურთელი “აიაქსის” ღირსებას 2001-2003 წლებში იცავდა, კუმანი კი ამსტერდამელებს სათავეში 2001-2005 წლებში ედგა.




მოკლედ რა გამოდის?
"ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო"!
ბარსაზეა ნათქვამი..
გასაგდებად მართლა ძან დამენანა. ძროხა იყო თუ ტაჭკა, მკვლელი მაინც იყო და პისტოლერა