“ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ლა ლიგაში “ბარსელონასთან” მატჩის წინ, კატალონიელების კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“მესისა და სხვა მოთამაშეების კავშირმა და ინდივიდუალურმა თვისებებმა, შესაძლოა, გოლი შექმნას. ეს შეიძლება გამოიწვიოს მისმა დარტყმამ, კომბინაციებმა ალბასთან, სერჟი რობერტოსთან ან გრიზმანთან. მესი გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც წონასწორობას ყოველთვის არღვევს, ეს 90 წუთის განმავლობაში გრძელდება. ის კვლავ არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, რომელიც ვფიქრობთ, იყო და რჩება მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად.” – უნაი ემერის სიტყვებს Marca ციტირებს.



ამისგან არ ველოდი ლეოს ქებას 🙄