არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის თანაგუნდელმა, ლეანდრო პარედესმა, რომელიც საკლუბო დონეზე “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს, “ბარსელონას” კაპიტანზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, აღტაცებული ვიყავი იმით, რომ მესის პსჟ-ში შესაძლო გადმოსვლაზე საუბრობდნენ. სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა.
ყველა არგენტინელის ოცნებაა, ლეო მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. ბევრი ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენს გუნდს ბრძოლა ყველას წინააღმდეგ შეუძლია”. – თქვა პარედესმა.
არგენტინა 2022 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს 9 ოქტომბერს იწყებს – “ალბისელესტეს” პირველი მეტოქე ეკვადორი იქნება.
ეგ არგენტინელების კი არა ყველა კულეს ოცნებაა მაგრამ ამისათვის ერთი ადგილი უნდა გაანძრიოთ ყველამ და დაეხმაროთ მოგებაში თორე მესი 20 წლის ბიჭი არ არის რომ მარტომ ირბინოს დაცვიდან შეტევაში