workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკი პუჩი “ბარსა ბ-ში” დარჩება

რიკი პუჩი “ბარსა ბ-ში” დარჩება

რიკი პუჩის “ბარსელონას” პირველ გუნდში დაწინაურება ისევ გადაიდო – ესპანელი მომდევნო სეზონშიც “ბარსა ბ-ში” იქნება დარეგისტრირებული და რონალდ კუმანის მიერ გამოძახების შემთხვევაში, 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს. 

პუჩს სარეზერვო გუნდში თამაში არ მოუწევს და ძირითად გუნდში შანსი ხშირად მიეცემა, მაგრამ ოფიციალურ შემადგენლობაში მისი ადგილი ვერ მოიძებნა. 

“ბარსელონას” მწვრთნელს რიკის ერთი წლით განათხოვრება სურდა. მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ ფეხბურთელი პრაქტიკას სხვა კლუბში, მაგალითად ამსტერდამის “აიაქსში” მიიღებდა, მაგრამ საბოლოოდ პუჩის დატოვება გადაწყდა. 

შეგახსენებთ, რომ რიკი პუჩი აგვისტოში 21 წლის გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 25 სექ 2020, 13:54

    ციტატა: M10 S9 D11
    რა ბარსასა ბ-ში ვერ არიან ესენი კაი რაა კაი რაააა

    ციტატა: Griezzy7
    3 ნახევარმცველი ყავს გუნდში რომელიც შეგიძლია ათამაშო და რატო არუნდა ვერგავიგე
    მარტო ფრენკი ბუსი და პიანიჩი უნდა ყავდეს? 😏 თუ ალენიასი მატეუსის და რაფინიასი ეიმედება ვერგავიგე რა


    რაფინიას და ალენია ჩემი მტერი ენდოს


    ალენია ძაან დონეა და მისი ნდობა სრულიად შესაძლებელია რაფინია კი გასაშვებია მართლა და მატეუსის პრეზენტაცია არ მომხდარა ან გაანათხოვრონ ან შედგეს პრეზენტაცია და ბარსა ბში მაინც გაუშვან სხვა თუ არაფერი

    მარტო ფრენკი ბუსი და

    ციტატა: carles puyol 5
    რა ბარსა ბ უკვე 21 წლისაა ხოარ ღადაობთ.დროა უკვე გაუშინაურდეს 1 გუუნდს ფატი 17წლისაა და 1 გუნდის წევრია

    ხოდა რომ არ გამოვა არაფერი იმიტომ უნდა გაუშვან

  • Bakero
    schedule 24 სექ 2020, 22:56

    უნდა წასულიყო შეცდომა დაუშვა Barca " B" -ში რა უნდა მანდ უკვე იყო ეხლა განვითარება და სერიოზული გუნდი სჭირდება გერმანიაში კარგი იქნებოდა ფიზიკის მხრივ

  • carles puyol 5
    schedule 24 სექ 2020, 20:29

    რა ბარსა ბ უკვე 21 წლისაა ხოარ ღადაობთ.დროა უკვე გაუშინაურდეს 1 გუუნდს ფატი 17წლისაა და 1 გუნდის წევრია

  • M10 S9 D11
    schedule 24 სექ 2020, 18:05

    რა ბარსასა ბ-ში ვერ არიან ესენი კაი რაა კაი რაააა

    ციტატა: Griezzy7
    3 ნახევარმცველი ყავს გუნდში რომელიც შეგიძლია ათამაშო და რატო არუნდა ვერგავიგე
    მარტო ფრენკი ბუსი და პიანიჩი უნდა ყავდეს? 😏 თუ ალენიასი მატეუსის და რაფინიასი ეიმედება ვერგავიგე რა


    რაფინიას და ალენია ჩემი მტერი ენდოს

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 24 სექ 2020, 18:04

    უდიდესი შეცდომა დაუშვა დარჩენით, იჯარით უნდა წასულიყო და განვითარება გაეგრძელებინა. კუმანი არის ჩინური მაურინიო რომელიც ბოლო ლახვარს ჩაასობს ბარსელონას სტილს.. მემგონი ვალვერდე მოგვენატრება.