1957 წლის 24 სექტემბერს, “ბარსელონას” საშინაო არენა “კამპ ნოუ” ოფიციალურად გაიხსნა, ამ დღიდან კი ზუსტად 63 წელი გავიდა. გახსნის დღეს “ბარსელონა” ვარშავის “ლეგიას” დაუპირისპირდა და (4-2) დაამარცხა. ახალ სტადიონზე პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა, თავის გამოჩენა კი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებიდან ეულოხიო მარტინესმა მოახერხა.
შესვენებაზე ტრიბუნებზე 10 ათასი მტრედი იქნა გაშვებული. ასე დაიწყო “ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერა. “ლეგიასთან” შეხვედრაში კატალონიელებმა შემდეგი შემაგენლობით ითამაშეს: რამალიეტსი, ოლიველა (გრასია 46), ბრუგუ, სეგარა, ბერგისი (ფლოტატსი 46), ჟენსანა (ბოში 46), ბასორა (ერმესი 46), ველვერდი (რიბელესი 46), მარტინესი (სემპლერდო 46), კუბალა (ევერისტო 46), ტეჰადა. გოლების ავტორები მასპინძელთა მხრიდან: მარტინესი, ტეჰადა, სამპლედრო და ევარისტო. პირველ მატჩს ტრიბუნებიდან თვალს 90 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა.