გავრცელებული ჭორების მიუხედავად, “ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელი, უსმან დემბელე, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა. ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი მოისეს ლორენსი ავრცელებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც Daily Record-ის ჟურნალისტმა, დუნკან კასლსმა გაავრცელა, “წითელ ეშმაკები” დემბელეს ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივად განიხილავდნენ და მისი იჯარით აყვანა სურდათ, “ბარსელონას” კი უსმანის გაყიდვა ურჩევნია, თუმცა 100 მილიონ ევროდ. იმავე წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან იჯარის ვარიანტი განიხილონ, თუ შეთანხმებაში გამოსყიდვის ვალდებულება ჩაიდება.
მოისეს ლორენსი უფრო სანდო ჟურნალისტი გახლავთ, ვიდრე დუნკან კასლსი, ასე რომ, დიდი ალბათობით, დემბელე “კამპ ნოუზე” დარჩება.




არც არავინ უშვებს დემბუზას