რონალდ კუმანმა თავის მოსაზრება ნათლად დააფიქსირა, მას მიაჩნია, რომ რიკი პუჩის მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება, რასაც ამ ფორმაციის “ბარსელონაში” ვერ მიიღებს. მისი განვითარებისათვის განათხოვრება სჯობს. ამ ამბავს თავად რიკი ვერ შეხვდა პოზიტიურად, ცოტა გულდაწყვეტილია და არც ადგილსამყოფელის გამოცვლა სურს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მაინც შეხვდება რიკის მამას, რომელიც ამავე დროს მისი აგენტია. კლუბის წარმომადგენლები შეეცდებიან დაარწმუნონ, რომ რიკისთვის ასე აჯობებს.
ჯერჯერობით ვარიანტები არ განხილულა, თუმცა როგორც MD გვამცნობს, რონალდ კუმანის სურვილია, რომ რიკი “აიაქსში” გაანათხოვრონ. ტენ ჰაგის ხელში ნამდვილად ექნება განვითარების შესაძლებლობა, “აიაქსმა” წინა სეზონში ფრენკი დე იონგი და მატიას დე ლიხტი დაკარგა, წელს დონი ვან დე ბეკი და ჰაკიმ ზიეში, “აიაქსს” ახალი სისხლი სჭირდება, სწორედ ამით უნდა რონალდ კუმანს, რომ ისარგებლოს.
გარდა ამისა, “ბარსას” და “აიაქსის” ხელმძღვანელები, სერჟინიო დესტის თაობაზეც შეხვდებიან, სავარაუდოდ რიკი პუჩის საკითხსაც იქ განიხილავენ.
მშვენიერი აზრია, ამ ფორმაციის ბარსაში ვერ დაიმკვიდრებს თავს, აი მანდ კი ძალიან გაიზრდება, ფიზიკურადაც კი მოხოდავენ
ხშირად მხვდება შენ ნაწერში და უკანბეკანო არაა,
უ პ ა მ ე კ ა ნ ო ესეა სწორი
მაგ ცხრაჯერ დავუწერე ამას მარა რად გინდა, არა მარტო უკამბეკანო, სხვა ფეხბურთელების სახელებსაც ამახინჯებს. იგივე ტოდიბოს ტობიდოს ეძახის
ბოიანმა და კუენკა ვერ გაამართლეს რეალურად, სიმართლეს შევხედოთ თვალებში. და არა აიაქსმა
ხშირად მხვდება შენ ნაწერში და უკანბეკანო არაა,
უ პ ა მ ე კ ა ნ ო ესეა სწორი
რა მაგრად მეშლება ნერვები ცენტრალური მცველი არ მოყავთ ამ დედააფეთქებულებს, გარსია კარგია მაგრამ ისეთი გვინდა რო ძირითადში იქნებოდა, კვლავ პიკე ლენგლეს უნდა უყუროთ
არ ამართლებს ხოლმე ეს აიაქსი ჩვენს შემთხვევაში… ბოიანი, კუენკა.. მახსენდება
აიაქსში თუ გაანათხოვრებენ კაია თუ არადა დატოვონ