“ლიონის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად დირექტორმა, ჟუნინიომ Goal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსელონას” ფრანგულ კლუბთან, მემფის დეპაის ტრანსფერის თაობაზე, არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
“ჩვენ “ბარსასგან” არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია. საერთოდ არაფერი. “ბარსადან” არც კი დაურეკავთ, რათა გაეგოთ, თუ რა ღირს დეპაი.
რამდენადაც მივხვდი, თუ ის დარჩება, მოხარული იქნება, რომ შემდეგი სეზონის კარგად ჩატარებაში დაგვეხმაროს. მოთამაშეები, რომლებმაც შეთავაზება მიიღეს, უკვე წავიდნენ.” – თქვა ბრაზილიელმა.
ამ გაზეთების და ამ ჟურნალისტების დე.ას შევე.ი!!
გვეკაიფებიან რა სხვა არვიცი რა უნდა დაარქვა ამას