ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მესი – ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი”

“მესი – ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი”

 

მადრიდული “რეალის” ცოცხალმა ლეგენდამ და საპატიო პრეზიდენტმა, ალფრედო დი სტეფანოს საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსელონას” შემტევი ფეხბურთელის, ლეო მესის მიმართ, რომელიც უკვე მესამე წელწადია, რაც სწორედ ალფრედო დი სტეფანოს პრიზის მფლობელი ხდება. შარშანდელის მსგავსად, ლეოს ამ წლის მთავარ კონკურენტებად კრიშტიანო რონალდო და ჩავი ერნანდესი მოგვევლინნენ, თუმცა საბოლოოდ რა და როგორ მოხდა, კარგადაც მოგხსენებათ.

 

“ლეო მესი – ეს არის ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი. ის მოედანზე ყოველი თამაშის შემდეგ ვითარდება და “იზრდება”. ეს არის უნივერსალური ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მესი ასეთად ძირითადად საკუთარი ძალების დახმარებით ჩამოყალიბდა. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ამას “ბარსა” ახერხებს – ეს უბრალოდ მესია. მისი გუნდი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს, მისი ფეხბურთელები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ”, – განაცხადა ალფრედო დი სტეფანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში