“ჩვენ ახლა კლუბის ისტორიის საუკეთესო გვერდზე ვიმყოფებით. ჩვენ წინაშე განუმეორებელი მომენტებია. ამიტომაც, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ამით სიამოვნების მიღება”, – განაცხადა Barca TV-სთან საუბარში კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა…
ბრაზილიელი განაპირა მცველის განცხადებით, “ბარსას” ახლა თავის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდებული მომენტები უდგას: “ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ჩვენ კარგი დრო გავატაროთ, რასაც მოედანზეც და მოედნის გარეთაც მშვენივრად ვახერხებთ. მთავარია გულშემატკივრებმაც ისევე ისიამოვნონ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. გამარჯვებები და ტიტულები მეტყველებს იმაზე, რომ ახლა “ბარსას” თავის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდებული მომენტები უდგას.” აქვე დანიმ დაამატა: “საამაყო და დიდი პატივია იყო ასეთი გუნდის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი.”
ალვეშს კარგად აქვს გააანალიზებული ის ფაქტი, რომ ასეთივე ფორმის შენარჩუნება მარტივი არ იქნება: “რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ … ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იგებს. ეს არის “ბარსა” და ჩვენ ყველაფრის უკეთ გაკეთება უნდა ვცადოთ. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ვცდით ისე, როგორც შეგვიძლია.”
დანის “ბარსელონას” ტელეარხის ჟურნალისტები “კოპა ამერიკაზეც” გაესაუბრნენ. შეგახსენებთ, რომ ეს გათამაშება ბოლოს 4 წლის წინ, სწორედ დანის გუნდმა მოიგო. ახლა კი ხალხი არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების შესაძლო ფინალზეც საუბრობს. “ორივე ჩვენგანი ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რადგანაც ამ ფინალის ჩატარება შესაძლებელი გახდეს, როგორც ხშირად ხდბა ხოლმე. რამდენიმე საათის წინ, მე ლეოს მეორე გოლის გატანას ვულოცავდი, რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩვენ შესაძლოა მოწინააღმდეგეები აღმოვჩნდეთ.”


