“ბარსელონამ” 2020/21 წლების სეზონის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა – კატალონიელებმა ტარაგონას “ჟიმნასტიკი” 3-1 დაამარცხეს.
შეგვიძლია, რონალდ კუმანის მიერ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული პირველი მატჩიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოვყოთ.
დემბელე დაბრუნდა
10-თვიანი უქმობის შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელი მოედანს დაუბრუნდა. უსმანმა მოედანზე საწყისი 45 წუთი გაატარა და ანგარიშის გახსნა მოახერხა – დემბელემ გოლი 342-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. ბოლოს, მან 2019 წლის ნოემბერში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩემპიონთა ლიგაზე შეაგდო.
შენაძენები კარგად გამოიყურებიან
დღეს, მინდორზე “ბარსას” ორი ყველაზე პერსპექტიული შენაძენი ვიხილეთ. პედრიმ და ტრინკაუმ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. ესპანელი ნახევარმცველი გუნდს პირველ ტაიმში დაეხმარა, პორტუგალიელი შემტევი კი შეხვედრის მეორე ნახევარში.
კოუტინიო ისევ ფორმაშია
ფილიპე კოუტინიო “ბაიერნში” გატარებული 1-წლიანი იჯარიდან დაბრუნდა. ის “ჟიმნასტიკთან” თამაშში შესვენებაზე ჩაერთო და მეტოქის კარის აღება რამდენიმე წუთშივე შეძლო. ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშის ბოლომდე აქტიურობდა.
იჯარის პერიოდი დაუსრულდა კარლეს ალენიასაც. ესპანელმა ნახევარმცველმა დღეს “ბარსელონას” შემადგენლობაში სოლიდური თამაში აჩვენა.
“ლა მასიელების” დებიუტი
ტრანსფერით დამატებული ფეხბურთელების მსგავსად, დებიუტი ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებსაც ჰქონდათ. ინიაკი პენია და კონრად დე ლა ფუენტე მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდნენ. შემადგენლობას ორივე კარგად მოერგო. პენიამ კარი მშრალად შეინახა, კონრადი კი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო.
კუმანის ახალი სტილი
ახალ მწვრთელთან ერთად, “ბარსელონამ” ახალი ტაქტიკით ითამაშა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა 4-2-3-1 განლაგება გამოიყენა. წინა ხაზის ფეხბურთელები ბევრს მოძრაობდნენ, ფლანგის მცველები კი მუდმივად პრესინგს ცდილობდნენ.
როგორც კუმანმა შეხვედრის შემდეგ თქვა, ფეხბურთელების ამ სტილთან ადაპტაციით კმაყოფილია და აპირებს, დარჩენილ ამხანაგურ თამაშებში მეტი ექსპერიმენტი ჩაატაროს.
ფატი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ისიც შეაგდებდა
ai suarez gaushvano da depay ikidono (((((