workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტმა ანსუ ფატის მამას “ბარსელონას” პოზიცია გააცნო

აგენტმა ანსუ ფატის მამას “ბარსელონას” პოზიცია გააცნო

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი, ჟორჟე მენდეში, რომელიც დაახლოებით ერთი თვეა, ანსუ ფატის სამსახურშია, ანსუს მამას, ბორი ფატის შეხვდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

მენდეშმა ფატის მომავალთან დაკავშირებით “ბარსელონას” პოზიცია გააცნო, რომელიც კლუბის ტექნიკურ დირექტორთან მოლაპარაკებაზე შეიტყო. 

კლუბის გეგმა ასეთია: ანსუ გააფორმებს ახალ კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2023 წლამდე ექნება, მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება და ფეხბურთელის ამაზე ნაკლებ ფასად გაყიდვაზე მოლაპარაკებები არ იწარმოებს, კლუბი ტრანსფერებს არ განიხილავს და ამ სეზონიდან ძირითად გუნდში ადგილსა და ახალ მაისურის ნომერს მისცემს. 

“ბარსას” შემადგენლობაში და ესპანეთის ნაკრებში თავის გამოჩენის შემდეგ, კლუბის ახალი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ფატის დაპირდა, რომ სასტარტო შემადგენლობის წევრად აქცევს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 12 სექ 2020, 19:05

    და ამასში იღებს მილიონებს? ბართო ვერ ეტყოდა ფატის? რა იყო აქ მოსალაპარაკებელი ეგ აქ გავიგეთ მანამდეც ყველამ და ფატიმ ვერ გაიგო?

  • me da barca
    schedule 12 სექ 2020, 14:34

    ციტატა: პავლოვიჩი56
    რატომ 2023 და არა 2025 …ან მეტი ?!


    მგონი სრულწლოვანი, რომ არაა იმიტომ.

  • პავლოვიჩი56
    schedule 12 სექ 2020, 14:23

    რატომ 2023 და არა 2025 …ან მეტი ?!

  • Anssumane
    schedule 12 სექ 2020, 13:28

    მშვენიერია ანსუმანეეე აი ვინაა ბარსას ნამდვილი მომავალი

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 12 სექ 2020, 12:44

    ფატი ბარსას მომავალია

  • me da barca
    schedule 12 სექ 2020, 12:10

    ეს აგენტები ფულზე დაგეშილი წურბელები არიან. იმაზე ბევრად მეტს იღებენ, რაც ეკუთვნით. ის იტალიელი ხორცის ნაგლეჯი ხომ საერთოდ სხვა თემაა.