უკვე ოფიციალურად, მადრიდის “რეალს” ქალთა გუნდი ჰყავს – ფლორენტინო პერესის ახალ კოლექტივს დიდი ამბიციები აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ჰეგემონიის დამხობას აპირებს.
“რეალი” ასპარეზობას პირდაპირ პრიმერა დივიზიონში დაიწყებს, რადგან გუნდი 2014 წელს დაარსებულ კლუბ “ტაკონზეა” დაფუძნებული, რომელიც წინა სეზონში პრიმერაში გამოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში “ბარსამ” “ტაკონი” ორჯერ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა: კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე 9-1 იმარჯვეს, სტუმრად კი 6-0.
ბილბაოს “ატლეტიკთან” ერთად, “ბარსელონას” ქალთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულიანი გუნდია. ბოლო წლებში, “ბილბაო” წარმატებას ვეღარ აღწევს და “ბლაუგრანას” ერთადერთი რეალური კონკურენტი მადრიდის “ატლეტიკოა”.




მადრიდელებს ჩამოიცმევენ კალბასის ჩეკივით.