დღის გოლი – იარი ლიტმანენი

დღის გოლი – იარი ლიტმანენი

“ბარსას” ოფიციალური Twitter-ის გვერდი აგრძელებს რუბრიკას და ამჯერად იარი ლიტმანენის გოლს იხსენებს. ფინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერა “ბარსელონაში” წარმატებული ვერ აღმოჩნდა, ვერც “ლივერპულში” გაიბრწყინა, სამაგიეროდ დღემდე “აიაქსის” ლეგენდად ითვლება. 

მისი ბედი მკვეთრად არის დაკავშირებული ქართველებთან, სწორედ მის გამო ათამაშებდნენ ფლანგზე გიო ქინქლაძეს, რის გამოც კარიერა არ აეწყო. ლიტმანენის გამოსათხოვარ მატჩში, ერთი-ერთზე გასულმა შოთი არველაძემ, ცარიელ კარში გაატანინა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ქინქლაძემ “ბარსას” შეთავაზება დაბლოკა და “სიტის” გაჰყვა ქვედა ლიგაში, წესით და რიგით ჯოვანისთან მოუწევდა კონკურენცია და როგორც თავად აღნიშნავს, ამისთვის მზად იყო, მაგრამ “სიტის” ერთგულება გამოუცხადა, რის გამოც დღემდე აღმერთებენ. 

ლიტმანენემა კი ითამაშა “ბარსაში”, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწია. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • me da barca
    21 თებ 2021, 02:12

    ფინელი იყო თუ არ ვცდები.

  • nika 54
    20 თებ 2021, 12:45

    ისე რა გოლია, ალბათ მესის კვალობაზე.