“ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი, სამუელ ეტო’ო საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, ვისთან ერთადაც ოდესმე უთამაშია. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოთამაშე ლეო მესი არ გახლავთ.
“ინიესტა საუკეთესო თანაგუნდელია, რომელიც კარიერის განმავლობაში მყოლია. ჩემთვის, ანდრესი ერთადერთია, ვინც საფეხბურთო მატჩებს იდეალურად შიფრავს”, – ციტირებს კამერუნელის სიტყვებს Goal.
ეტო’ო “ბარსას” რიგებში ინიესტას თანაგუნდელი 2004-2009 წლებში იყო, რა დროშიც ერთად ყველა შესაძლო ტიტული (მათ შორის ტრებლი) მოიგეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამუელმა საუკეთესო გუნდელად ლიონელ მესი არ დაასახელა, იგი არგენტინელის “კამპ ნოუზე” დარჩენით ძალიან ბედნიერია.
აბა ზოგიერთ ვაი მადრიდისტას კითხეთ, ინიესტას მოდრიჩი ბევრად ჯობია თურმე.
ინიესტა უბრალოდ შეუდარებელია პროფესიონალი
ინი თანამედროვეობის საუკეთესო ნახ მცვველია..