მოგესალმებით კულეებო. ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ ? ამაზე ამ სეზონში ხშირად ვფიქრობდი უნდა დატოვოს კლუბი ისეთმა ხალხმა როგორებიცაა ვიდალი, სერხი რობერტო ასევე დროა კლუბის დატოვებაზე პიკემაც იფიქროს რადგან უკვე ასაკშია და სათანადოთ ვერ თამაშობს როგორც ბარსას ეკადრება, რაც მთავარია კლუბი უნდა დატოვოს ბართომეუმ რადგან მან კლუბი ფსკერისკენ წაიყვანა. ასევე გასაშვებია უმტიტი რომელიც ტრამვებმა გატანჯა.
ვინ უნდა შეიძინოს ბარსელონამ ? ჩემი აზრით ერთერთი მთავარი პრობლემაა დაცვის ხაზი და აუცილებელია მისი გაძლიერება, დაცვის გაძლიერებისთვის იდეალური ვარიანტია უპამეკანო რომელმაც თავი ლიგაზე დაგვამახსოვრა მისი კარგი თამაშით, ვფიქრობ დეპაიში 25 მილიონის გადახდა ღირს რადგან ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ასევე მას ასაკიც ხელს უწყობს ის 26 წლისაა. ყველაზე კარგი ვარიანტი შეტევაში ნეიმარია მაგრამ ბართომეუს ხელში მის მოყვანაზზე ალბათ არცუნდა ვიოცნებოთ.ასვე შეიძლება ლაუტარო მარტინესზე ფიქრიც. გუნდში კოუტინიო დაბრუნდა ვფიქრობ ის ნახევარდაცვას გააძლიერებს ამიტომ ამ სეზონზე მეტი ნახევარმცველი ყიდვა ჩემი აზრით აღარაა საჭირო რადგან გუნდში კოუტინიო დე იონგი პიანიჩი და რიკი პუჩი გვყავს ასევე გვყავს ბუსკეტსი ის ასაკშია მაგრამ ესეთი ფეხბურთელი ყოველთვის საჭიროა გუნდში, ამიტომ ვფიქრობ რომ დაცვის გაძლიერება მთავარი უნდა იყოს ბარსასთვის, როგორც ავღნიშნე დაცვაში საუკეთესო მოყვანის კანდიდატია უპამეკანო ასევე გუნდში გვყავს არაუხო რომელიც საკმაოდ კარგი მცველია. შეტევაში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს რომელსაც ძირითადისთვის პრეტენზია ექნება რადგან გუნდშია ანსუ ფატი, უსმან დემბელე, გრიზმანი, სუარესი და მესი მაგრამ ამ ჩამონათვლის შემდეგ გუნდს შეტევაში გაძლიერება მაინც დაჭირდება რადგან სუარესი კლუბს დიდი ალბათობით დატოვებს, დემბელეს შემთხვევაში ხშირი ტრამვიანობაა პრობლემა , ანსუ ფატი ოქროს ბიჭუნაა მაგრამ ის მხოლოდ 17 წლისაა გრიზმანის შემთხვევაში ყველას იმედი გვაქვს რომ ის თავის ფორმას აღიდგენს და ძველ გრიზმანს ვნახავთ შემდეგ სეზონში. ამიტომაა ერტი კარგი შემტევის დამატება საჭირო როგორც უკვე ავღნიშნე ეს ფეხბურთელი მემფის დეპაია რომელშიც 25 მილიონის გადახდა ნამდვილად ღირს რადგან ნეიმარზე ვერც კი ვიოცნებებთ ამ პრეზიდენტის ხელში.ასევე მოსაყვანია ტალიაფიკო რომელიც კარგი მარცხენა მცველია. და აი შევეხეთ ამ თემას ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტები და რა უპირატესობა ექნებათ მათ ამ პასუხისმგებლობის აღებისას ? ჩემი აზრით პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყველაზე კარგი ლაპორტა იქნება მჯერა რომ ის ღირსეული და კარგი პრეზიდენტი იქნება ბართმეუს საშინელი პოლიტიკის შემდეგ. მჯერა რო ის ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს რომ გუნდს ძალიან დაეხმარება ასევე ის მიაქცევს ყურადღებას ლა მასიას რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბარსასთვის და ბარსას ფილოსოფიისთვის. ბარსას მწვრთნელი კი ახლო მომავალში ჩავი ერნანდესი უნდა გახდეს რადგან მან ყველაზე კარგად იცის ბარსას ფილოსოფია როგორ უნდა ათამაშოს ბარსელონა და ასე შემდეგ მას უყვარს შემტევი ფეხბურთი და ის როდესაც ბარსელონაში დაბრუნდება , ბარსელონასაც ის დაუბრუნდება რაც რამოდენიმე წელია არაქვს ის შემტევი ლაღი ფეხბურთი პრესინგი და ასე შემდეგ. ვინ უნდა დაწინაურდეს ბარსა ბ -დან ? ჩემი აზრით ერთერთი კარგი ვარიანტია მონჩუ რომელმაც ბარსაში სადებიუტო მატჩი უკვე გამართა ის კარგი ნახევარმცველია და პერსპექტივაც აქვს რომ განვითარდეს მომავალში. როგორი უნდა იყოს სასტარრტო შემადგენლობა? რათქმაუნდა ბარსელონამ უნდა ითამაშოს 433 ამ ტაქტიკით ეს მისი ჩვეული ტაქტიკაა დაცვის ხაზი ტალიაფიკო უპამეკანო არაუხო სემედუ ნახ დაცვა კოუტინიო დე იონგი რიკი პუჩი შეტევა დეპაი ლაუტარო მესი ეს ის შემადგენლობაა რომელიც სწორად მიმაჩნია არაუხო კარგი მცველია და მონაცემებიც აქვს რომ მალე ძირითადისთვის იბრძოლოს. რათქმაუნდა ნეიმარი კარგი იქნება გუნდში მაგრამ მასზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ. როგორ უნდა დაიბრუნოს კლუბმა ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება? ჩავი პასუხი ჩავი ერნანდესია ის უნდა გახდეს ბარსას მწვრთნელი და დააბრუნებს ისევ ბარსა ფილოსოფიას და დიდებას! სწორი სათამაშო სტილი და შანსი ახალგაზრდებს. ვფიქრობ ჩავი დაუბრუნებს ბარსელონას იმას რაც რამოდენიმე წელია აღარ აქვს. წარმატებები ბარსას გისურვებთ რომ ტრიპლეტებით დახუნძლული სეზონები გვენახოს ჩვენი საყვარელი კლუბის.



