workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟუნინიო: “ბარსელონასგან” შემოთავაზება არ მიგვიღია

ჟუნინიო: “ბარსელონასგან” შემოთავაზება არ მიგვიღია

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად “ლიონის” დირექტორმა, ჟუნინიომ, მემფის დეპაის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

“ბარსელონასგან” დეპაის ტრანსფერზე შემოთავაზება, ჯერ-ჯერობით, არ მიგვიღია. ამ მომენტისთვის კონკრეტული ან ოფიციალური არაფერი არსებობს. მისი კონტრაქტი მალე ამოიწურება. ჩვენ მასთან გახანგრძლივება გვინდოდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ მასთან ამის განხილვა რთული იქნება.”

ჟუნინიომ ასევე სამუელ უმტიტის “ლიონში” შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა.

“დღესდღეობით, ჩვენ უმტიტისთვის ხელფასის გადახდა არ შეგვიძლია. ჩვენ ამ მიმართულებით არ წავსულვართ. შემდგომი ეტაპისთვის, თუ მას განსხვავებული პროექტი და ხანგრძლივი კონტრაქტი სურს, რატომაც არა.” – ციტირებს ჟუნინიოს სიტყვებს RMC.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward