გზა მწვერვალისკენ

გზა მწვერვალისკენ

  • პირველ რიგში კლუბი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ბართომეუმ. ადამიანმა, რომელმაც საკუთარი პრეზიდენტობის დროს კლუბის იმიჯი სეზონიდან სეზონამდე გაანადგურა. “Mes Que Un Club – მეტი ვიდრე კლუბი ” – გუნდის იერსახე დაკარგულია და ის საჭიროებს რეორგანიზაციას.

  • პრეზიდენტის ადგილი უნდა დაიკავოს ჟოან ლაპორტამ, რომლის დროსაც გუნდმა საუკეთესო შედეგები გვაჩვენა. ყველა ფრონტზე მებრძოლი ბარსელონა, ლამასიური სისხლი, დაუვიწყარი მიღწევები და რაც მთავარია თამაშის ხარისხი, რომელიც მსოფლიოს აოცებდა.

  • მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გუარდიოლას ვხედავ. ადამიანი, რომელიც ბარსელონას ოქროს წლებში ედგა სათავეში. მისი ხედვები, მიდგომები, კლუბის მიმართ სიყვარული და ფეხბურთელებთან ურთიერთობის გამოცდილება, ვთვლი რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის. ლაპორტა კარგად იცნობს პეპს და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ იგი ყველაფერს გაიღებს მის დასაბრუნებლას, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. მის ასისტენტად კი ვხედავ ჩავი ერნანდესს. მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე პროდუქტიული პერიოდი მისთვის, რათა შეისწავლოს, გაანალიზოს, ისწავლოს საუკეთესოსგან. ამავდროულად აღნიშნული დუეტი ნიშნავს ყველაზე ავტორიტეტულ სამწვრთნელო შტაბს გუნდში, რაც უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია კარლეს პუიოლის ქარიზმა კლუბში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტული დირექტორის თანამდებოდა თუ სხვა, პუიოლი არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია გუნდის გამხნევება, პოზიტიური გარემოს შემოტანა, იგი მაგალითია ფეხბურთელებისთვის, თუ როგორ უნდა უყვარდეთ კლუბი.

  • გუნდი უნდა დატოვონ:  არტურო ვიდალი – მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფეხბურთელი ბარსელონური სტილის შეუსაბამოა, ამავდროულად ასაკიც არ უწყობს ხელს, იგი იმ სტილის მოთამაშეა, რომელმაც შესაძლოა ნებისმიერ დროს დაღუპოს გუნდი ხისტი და გაუთვალისწინებელი( არასაჭირო ) თამაშის წესის დარღვევის დროს.  სამუელ უმტიტი – ადამიანი, რომელმაც არ ჩაიტარა მუხლის ოპერაცია, არ გაითვალისწინა ექიმების რჩევა, საკუთარი კარიერა დაინგრია და უარი თქვა ამ ნაბიჯით სასტარტო შემადგენლობაზე. სერხიო ბუსკეტსი – მიუხედავად იმისა, რომ სერხიო კლუბის უდაო ლეგენდა და საკვანძო ფეხბურთელი იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ვთვლი, რომ მან გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს და გაანალიზოს ის, რომ არსებულ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს. (ჩავი და ინიესტა, ლეგენდები, რომლებსაც კიდევ შეეძლოთ ბარსელონაში თამაში, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე, შეაფასეს სიტუაცია და გაანალიზეს ის, რომ ვერ მოახერხებდნენ იმ ბარსელონასთვის საკმარის დონეზე თამაშს, ამიტომ მათ კლუბი იდეალურ დროს, თავაწეულებმა დატოვეს.) ვთვლი რომ მსგავსი სიტუაციაა სუარესის შემთხვევაშიც.  ჟორდი ალბა – ადამიანი, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს რომაული და მერსესაიდული კოშმარული ღამეების შემდგომ. იგი არასტაბილურია, შეტევაში წასული ტოვებს დაცვის სივრცეებს, რომელიც შემდგომ ცენტრალური მცველების შესავსებია, მისი ერთფეროვანი თამაში კი თითქმის ყველამ გაანალიზა.
  • ბარსელონამ დაცვის ხაზი აუცილებლად უნდა გააძლიეროს: ჟორდი ალბას პოზიციაზე შესაძლებელია გრიმალდოს, რომელიც ბარსელონას აღზრდილია ან ანხელინიოს შეძენა. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვხედავ უპამეკანოს, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი და პერსპეკტიული მცველია. მას შეუძლია ბურთის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი ამოტანა მოედნის ცენტრამდეც, რაც ერთერთი აუცილებელი კომპონენტია იმ ფეხბურთისთვის, რასაც ბარსელონა თამაშობს. ნახევარდაცვის ხაზში აუცილებელია ტიაგო ალკანტარას დაბრუნება, ადამიანი, რომელიც დაალაგებს ცენტრში თამაშს და გაანაწილებს ბურთს, იქნება მობილური და შეითავსებს როგორც დაცვის, ასევე შემტევ ფუნქციებს. შექმნის მოედნის ცენტრში სამკუთხედს, რომელიც ნებისმიერ გუნდს მოუკლავს თამაშს.
  • ბარსა ბ-დან სრული ნდობა და სათამაშო პრაქტიკა უნდა მიიღოს ანსუ ფატიმ. კარგად გამოიყურებაიან მონჩუ და მორიბა.

  • გუნდის სასტარტო შემადგენლობა: ტერ შტეგენი, სემედო, პიკე(უპამეკანო), ლენგლე, ანხელინიო(გრიმალდო), დე იონგი, ტიაგო, კოუტინიო, გრიზმანი, მესი, დემბელე(ანსუ ფატი).

  • 4-3-3 (ცრუ ცხრიანი). ვთვლი, რომ გუარდიოლა ყველაზე მეტად ამ ტაქტიკას გამოიყენებს. ნახევარდაცვის ხაზი ამ შემთხვევაში ყველაზე მობილურია. დე იონგი, ტიაგო, კოუტინიო. ამ სამეულს შეუძლია პროდუქტიულობის მოტანა მოედნის ცენტრისთვის. აღნიშნულ ნახევარდაცვას აქვს უდიდესი შეტევითი პოტენციალი ფილიპე კოუტინიოს სახით. ვფიქრობ მესის ცრუ ცხიანზე დაბრუნება იქნება გუნდისთვის პროდუქტიულობის მომტანი. მას შეუძლია დაეხმაროს ნახევარდაცვას კვლავ ამ პოზიციიდანაც, ამავდროულად იყოს შეტევაშიც ჩართული. მის წინ კი გრიზმანისა და დემბელეს დუეტი. ფრანგებს ჭირდებათ გუნდში გახსნა. დემბელე – რომლისთვისაც გვარდიოლას ხელი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. (სტერლინგისა და მისი ურთიერთობა აღსანიშნავია ამ მხრივ). მიმაჩნია, რომ პეპი მოახერხებს ფეხბურთელების პოტენციალის სრულად გახსნას და მათ გამოყენებას. ყველა მათგანი გაითავისებს თუ რა როლი აკისრიათ და რისთვის იბრძვიან, რა უნდა გააკეთონ დასახული მიზნის მისაღწევად.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია