“ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, მომდევნო სეზონში, შესაძლოა, “ლიდსის” შემადგენლობაში ვიხილოთ.
Sport წერს, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში აღზევებული “ლიდსის” მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა, რაფინიას შეძენას განიხილავს.
ბრაზილიელი ახალი სეზონისთვის, ამჟამად, “სიუტატ ესპორტივაზე” ემზადება, თუმცა მისი კატალონიაში დარჩენა, ფაქტობრივად გამორიცხულია.
“ბარსელონა” მის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს ითხოვს. “ბარსასა” და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, საწყის ეტაპზეა.
თავად ფეხბურთელს კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სურს. ამის მიზეზი საკუთარ ძმასთან, ტიაგო ალკანტარასთან, ახლოს ყოფნაა, ასევე, იგი ფიქრობს, რომ მისი საფეხბურთო უნარები ინგლისურ ფეხბურთს უფრო შეესაბამება.
“ლიდსმა” საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები რობინ კოხისა (13 მილიონი ევრო) და როდრიგო მორენის (30 მილიონი ევრო) ტრანსფერების დროს გამოავლინა.
რაფინიამ 2019/20 წლების სეზონის ვიგოს “სელტაში” გაატარა.
ათად არ გაყიდიან თუ რა
8
gaixare
16 მილიონი მშვენიერი თანხაა, თუ ჯინი იყიდეს ამის ადგილი მართლა აღარ რჩება გუნდში და ამაში მეტის გადამხდელი სხვა არც იქნება, თან ლიდსს სჭირდება
რაც მესის ამბები დაიწყო იმის მერე კომენტარი აღარ დამიწერია თურმე
8
saqartvelo estonetis tamashi romel saatzea ?